„ილია 185 – თბილისის ცის ქვეშ“ – საიუბილეო ღონისძიებები თბილისის რაიონებში

საზოგადოებრივმა და შემოქმედებითმა გაერთიანებამ „ეროვნული იმპერატივი“ ილია ჭავჭავაძის 185 წლისადმი მიძღვნილი  მეხუთე ღონისძიება  17 სექტემბერს გამართა – „ილია 185 – თბილისის ცის ქვეშ“.
დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაინში მდებარე ახლად რეაბილიტირებულ პარკში (მირიან მეფის ქუჩაზე, წრესთან),  საჯარო ლექცია ილიას შესახებ – „ილიას ფენომენის თანამედროვეობა“ – წაიკითხა   რეჟისორმა და დრამატურგმა გიორგი სავანელმა;
ლიტერატურული ინტერმედიის შემსრულებელი იყო – მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვარლამ კორშია.
18 სექტემბერს, 16 საათზე, გლდანში, მე-6 კვარტლის პარკში (მე-6 კვარტლის N7 და N 20 კორპუსებს შორის)
საჯარო ლექციას ილიას შესახებ – „ილია – ისტორიზმი და ისტორიული პარალელები” – წაიკითხავს ისტორიკოსი, პროფესორი ბეჟან ჯავახია.
ლიტერატურული ინტერმედიის შემსრულებელია – პოეტი, გალაკტიონ ტაბიძისა და ზვიად გამსახურდიას პრემიების ლაურეატი – თინათინ მღვდლიაშვილი.
პროექტის ავტორი: „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“ და საზოგადოებრივი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“
პროექტის მხარდამჭერი – თბილისის მერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები