შალვა პაპუაშვილი: რომელიმე პარტიამ რატომ უნდა თქვას, ჩემი წვლილი რომ შევიტანო ქვეყნის მომავალში, მჭირდება რაღაცები, რაც უნდა გამოვივაჭროო, ეს არასერიოზული და არაპატრიოტულია

რომელიმე პარტიამ რატომ უნდა თქვას – მე რომ ჩავერთო ქვეყნის ევროპული მომავლის საქმეში, რაღაც უნდა დამითმოო, ეს, არაპატრიოტულია, როდესაც ადამიანი ამბობ, ჩემი წვლილი რომ შევიტანო ქვეყნის მომავალში, მჭირდება რაღაცები, რაც უნდა გამოვივაჭროო, არასერიოზულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „აქტუალური შაბათი“ მაკა ცინცაძესთან ერთად ეთერში განაცხადა.

„ვფიქრობ, ამ თვეების განმავლობაში ყველას გვქონდა შესაძლებლობა, დავფიქრებულიყავით, სად არის პრობლემა. რაც უფრო მეტად ვუკვირდებით, ვხედავთ, მათ შორის იმით, რომ რვა საპარლამენტო ჯგუფიდან ხუთი სამუშაო ჯგუფებშია და გამოიკვეთა სამი – „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ორი პარტნიორი „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომლებიც არიან რადიკალურ დღის წესრიგში. მთავარი გამოწვევა არის არა პოლარიზაცია, რადგან პოლარიზაცია დღევანდელი სამყაროს ერთ-ერთი ნაწილია, მით უმეტეს ეს პოლარიზაცია საზოგადოებაში არ არის, უფრო პოლიტიკის გამოწვევაა. სინამდვილეში გამოწვევა არის რადიკალიზაცია, რადიკალური დღის წესრიგი, რომელიც პარლამენტშიც არის რამდენიმე პარტიის მხრიდან და ასევე, პარლამენტს მიღმა ზოგიერთი პარტიის თუ ორგანიზაციის მიერ. რადიკალური დღის წესრიგი გულისხმობს ფაქტობრივად ნებისმიერი კონსტრუქციული გარემოს ჩაშლას და პირდაპირ ტორპედირებას ამ კონსტრუქციული გარემოსი, მათ შორის გულისხმობს იმას, რომ არის ჯგუფები, რომლებსაც არ აწყობთ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ვინაიდან, ეს გადაითარგმნება ხელისუფლების წარმატებაში და მათ მთავარ ამოცანად აქვთ ხელისუფლების შერყევა, რომ დაიბრუნონ ძველი ძალაუფლება. ეს სამი პარტიაა, რომელიც ყოველ ჯერზე აგდებს სხვადასხვა ინიციატივას. მათ შორის, ახლახან, როდესაც საუბარი იყო ომბუდსმენის არჩევის წესზე, პირველი მოსმენით „ნაციონალური მოძრაობიდანაც“ კი, ზოგიერთმა მხარი დაუჭირა, შემდეგ ეტყობა იყო გარკვეული კონსულტაცია და მეორე მოსმენაზე მხარი არ დაუჭირეს. თუმცა, ომბუდსმენთან დაკავშირებით რაღაც ოპტიმიზმის იმედი არის, ვინაიდან თავმჯდომარის ბრძანებაზე მუშაობის დროს ცალკე გვქონდა მათთან კონსულტაციები, ასევე ცხრაკაციან ჯგუფზე, გვქონდა ძალიან კონსტრუქციული გარემო, ყველაფერზე შევთანხმდით ბრძანებასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, ამ ცხრაკაციან ჯგუფზეც შევთანხმდებით. სამწუხაროდ, ის, რაც კამერებს მიღმა ხდება, კამერების ჩართვის შემდეგ იცვლება და სხვანაირ სახეს იღებს რადიკალიზაციის კუთხით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები