კულება – გერმანიის მიერ ტანკების მოწოდებაზე: დროა დავანგრიოთ ეს კედელი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება თვლის, რომ გერმანიამ უკვე ახლა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინისთვის Leopard ტანკების მიწოდების შესახებ. აღნიშნულის შესახებ მან  Frankfurter Allgemeine Zeitung -თან ინტერვიუში ისაუბრა. 

როგორც კულებამ აღნიშნა, საომარი დახმარების კონტექსტში ის მადლობას უხდის არა მარტო გერმანიას, არამედ ნიდერლანდებსაც.
„ჩვენთვის ამოცანაა: ახლა ჩვენ ტანკებსა და Marder-ის მანქანებს ვითხოვთ, ხოლო გერმანია Dingo-ს ჯავშანმობილებს გვაწვდის. ესეც გამოსადეგია და ჩვენ მადლიერები ვართ, მაგრამ ეს ის არ არის რაც ჩვენ ბრძოლისთვის გვჭირდება. რაშია პრობლემა? სად არის ის? რატომ არ შეგვიძლია მივიღოთ ის რაც გვჭირდება და ის რაც გერმანიას აქვს? მე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბერლინში „იარაღის კედელია“ აღმართული. ვფიქრობ, დროა კანცლერმა ეს კედელი დაანგრიოს“, – განაცხადა კულებამ.
კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინელი მეომრების ხანგრძლივი მომზადება Leopard-ის ტანკებზე  პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან ისინი უკრაინაში გამოსადეგი იქნება ორი და სამი თვის შემდეგაც. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები