ჯოზეფ ბორელი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი სისხლისა და ნგრევის კვალს ტოვებს – რუსული ძალების არაადამიანური ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

ევროკავშირი ღრმად შოკირებულია რუსული არმიისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში უკრაინის ხელისუფლების მიერ აღმოჩენილი მასობრივი სამარხის გამო, რომელშიც 440-ზე მეტი ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ამავე განცხადების თანახმად, ევროკავშირი უმკაცრესად გმობს ჩადენილ სისასტიკეებს.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი სისხლისა და ნგრევის კვალს ტოვებს მთელ უკრაინაში. უკრაინაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე უკვე მოკლეს, კიდევ ბევრი აწამეს, სექსუალურად იძალადეს, გაიტაცეს ან იძულებით გადააადგილეს. რუსული ძალების ეს არაადამიანური ქმედებები, რომლებიც ხორციელდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჟენევის კონვენციების სრული უგულებელყოფით, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. რუსეთი, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ყველა ის პირი, ვინც ჩართულია უკრაინაში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიმდინარე დარღვევებში, პასუხს აგებენ. ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას ამ კუთხით“, – აღნიშნულია ბორელის განცხადებაში.

იზიუმში, მასობრივ სამარხში 400-ზე მეტი ცხედარი იპოვეს. წამების ნიშნებით, ბავშვები, სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაღუპულები, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეომრები. რუსეთი ტოვებს მხოლოდ სიკვდილს და ტანჯვას. თქვენ ვერ გაიქცევით. თქვენ ვერ დაიმალებით. შურისძიება სამართლიანი და საშინელი იქნება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ქალაქ იზიუმის მახლობლად მდებარე ტყეში მასობრივი სამარხი 15 სექტემბერს აღმოაჩინეს, სადაც 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარია დამარხული.

როგორც უკრაინის შსს-ში აღნიშნავენ, იზიუმში დაღუპულთა მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი შესაძლოა, 1000 ადამიანს მიუახლოვდეს, რაც ბუჩაზე ორჯერ მეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები