სოჭში ვლადიმერ პუტინსა და სერჟ სარქსიანს შორის შეხვედრა გაიმართა

დღეს სოჭში ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი. მხარეებმა, პრობლემატურ საკითხებთან ერთად, უკრაინის მოვლენები, ,,მთიანი ყარაბაღის“ თემა და სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ,,რია ნოვოსტი“ ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობა მეგობრულ ურთიერთობებს ემყარება და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები