ვლადიმერ პუტინი ილჰამ ალიევს შეხვდა
სოჭში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება იყო. როგორც შეხვედრაზე აზერბაიჯანის ლიდერმა აღნიშნა, კონფლიქტი ზედმეტად გაჭიანურდა და სწრაფ გადაწყვეტას საჭიროებს.
დღესვე, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინი სომეხ კოლეგას სერჟ სარგსიანს შეხვდება. ხვალ კი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უკვე სამმხრივ ფორმატში გაიმართება და მას რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველი პირები დაესწრებიან.
მდგომარეობა მთიან ყარაბაღში რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ დაიძაბა, რაც სომეხმა და აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეხლი გახსნეს. მხარეები მომხდარში ერთმანეთს ადნაშაულებენ.
გასულ საღამოს კი “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ომი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და დაპირისპირების მეორე ეტაპის დაწყების შესაძლებლობა გამორიცხული არაა.