შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს, სამი კომიტეტის თავმჯდომარის ასარჩევად, ფრაქცია „ქართული ოცნების” წარდგინება გააცნო

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს, სამი კომიტეტის თავმჯდომარის ასარჩევად, ფრაქცია „ქართული ოცნების” წარდგინება გააცნო.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ – კახა კახიშვილის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ – ირაკლი მეძმარიაშვილის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ კი ზაზა ლომინაძის კანდიდატურები წარადგინა. პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტის თანამდებობაზე ასარჩევად ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარადგინა.
„მოქმედ გენერალურ აუდიტორს უფლებამოსილების ვადა 20 სექტემბერს ეწურება. კარგია, რომ წყვეტის გარეშე მოხდეს ახალი გენერალური აუდიტორის არჩევა. ორშაბათს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე კანდიდატურის განხილვის შემდეგ, სამშაბათის პლენარულ სხდომას წარედგინება კანდიდატი და მოხდება საკითხის კენჭისყრა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. სხდომაზე ბიუროს წევრები, ასევე, ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებს გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები