ეკა სეფაშვილი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ეკა სეფაშვილი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდა.

ეკა სეფაშვილი, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თემატური მომხსენებელია, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ვითარებას, მიღწევებსა და გამოწვევებს დეტალურად გაეცნო.

„პარლამენტის რეგლამენტი, თემატური მოკვლევის გარდა, ასევე, ითვალისწინებს თემატური მომხსენებლის ინსტრუმენტის გამოყენებას საპარლამენტო კონტროლის განსახორციელებლად. მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა მისი განხორციელებისას პრაქტიკაში გამოვლენილი გამოწვევების თუ მიღწევების შესწავლას ემსახურებოდა. ვისაუბრეთ კონკრეტულ შემთხვევებზე, ჩავარდნებზეც და კარგ პრაქტიკაზეც, რაც ცალკეული ბიზნესის შემთხვევაში არსებობს. ვიმსჯელეთ პრობლემების გამოსასწორებლად გასატარებელ ღონისძიებებზე“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მისივე თქმით, დაგეგმილია შეხვედრები აღნიშნულ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორისა და საჯარო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, ასევე, ცალკეულ დაინტერესებულ პირებთან, რათა პროცესი მაქსიმალურად ინკლუზიურად წარიმართოს.

შეხვედრების შედეგად მომზადდება თემატური მოხსენება, რომელსაც ეკა სეფაშვილი კომიტეტს წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები