ბექა დავითულიანი: დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი, ალბათ, ოპოზიციამაც თარგმნა და მიხვდა, რომ ბევრ ადამიანს შეეხება და შეიძლება, მათ არ შეეხოს, ვისზეც სურვილი აქვთ

დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი, ალბათ, ოპოზიციამაც თარგმნა და მიხვდა, რომ ბევრ ადამიანს შეეხება და შეიძლება, მათ არ შეეხოს, ვისზეც სურვილი აქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა.

მისი განმარტებით, სწორედ ამის გამო თქვა ოპოზიციამ უარი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის უკრაინულ მოდელზე.

„ოპოზიციის ნაწილი ოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის წარდგენაზე უარს ამბობს, რადგან საქართველოს 12 რეკომენდაციაში ეს პუნქტი იმიტომ უწერია, რომ უკრაინასა და მოლდოვას ამის აქტუალური პრობლემა აქვთ და რეკომენდაცია ჩვენთან გადმოიტანეს, თუმცა, რეალურად, ეს საკითხი ქვეყანაში აქტუალური არ არის. უკრაინის გარდა, არც კანონმდებლობის გამოცდილებაა. მმართველმა გუნდმა უკრაინული კანონი თარგმნა, ალბათ, ოპოზიციამაც თარგმნა და მიხვდა, რომ ბევრ ადამიანს შეეხება და შეიძლება, მათ არ შეეხოს, ვისზეც სურვილი აქვთ. ამიტომ თქვეს უარი. საკუთარ თავზე ფიქრობენ. უკრაინული კანონმდებლობით, ოთხი კრიტერიუმი არსებობს, რომელთაგან ოპოზიციის დამფინანსებლები სამს ნამდვილად აკმაყოფილებენ. ვისზეც მათ ფოკუსირება აქვთ, მას ეს კრიტერიუმები არ ეხება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები