გიორგი მამაცაშვილი – გივი თარგამაძეს: გივი, შე სააკაშვილის ჯალათური რეჟიმის მთავარო ჯალათო

“გივი, ერთი არ აგცდეს!

წინასაარჩევნოდ ბანერები გაკეთდა – დანგრეული და ომგადახდილი ქალაქების გვერდით მშვიდობიანი საქართველოს ფოტოებია.

ტექსტიც ძალიან კარგი აქვს – არა ომს! აირჩიე მშვიდობა!”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ გენერალური დირექტორი, გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ყოფილი დეპუტატის, გივი თარგამაძის ფეისბუქპოსტს ეხმაურება.

“მშვიდობის გაგონებაზე საცვლებიდან ამოხტნენ მანქურთები და ჰა – საბარგულაფეთქებულმა გივი თარგამაძემაც ამოყო სარკოფაგიდან თავი.

ფოტოზე დაწერილი სტატუსი მას ეკუთვნის.

ასეა, მშვიდობის გაგონებაზე გულის კუნთის პრანჭვები ეწყებათ სისხლის სუნზე დაგეშილებს!

გივი, აგვისტოს ომის დღეებში შე ბორისოვის მძღოლადქცეულო ჯალათო, 2012 წლის 1-ელ ოქტომბრის სახალხო გამარჯვების შემდეგ მართლა სათითაოდ უნდა გაეკრა ხალხს სკოჩით თქვენი – ნაძირლების ასკაციანი სიიდან სათითაოდ ყველა, მაგრამ შემნდობია ჩვენი ხალხი და გამარჯვების ყიჟინაში ჩაიკარგა შენი და შენნაირი ვირთხების წკმუტუნი.

მით უმეტეს, თქვენც ხელი შეუწყეთ ხალხს – სოროებში დაიმალეთ და სამი თვის განმავლობაში თქვენი კრუსუნიც არ ისმოდა.

გივი, შე სააკაშვილის ჯალათური რეჟიმის მთავარო ჯალათო, უკრაინისა და ბოძების მაგალითი რად გინდა, მარტივად გეტყვი: შენნაირ მოღალატეებსა და სისხლისმსმელებს დავით აღამაშენებელი სარზე სვამდა!

უნდა იცოდე საქართველოს ისტორია!

ისე, მოსულხარ ფერზეც და მადიანადაც იგინები.

მაგრამ, სულ ტყუილად ოცნებობ ერთი თვის მერე შენი სადისტური სურვილების ასრულებაზე.

ერთ თვეში სწორედ ის ჯოჯოხეთი დაიწყება თქვენთვის, რისიც ასე გეშინიათ ახალაია-რამიშვილისა და ადეიშვილ-მერაბიშვილის სისხლიან ხროვას – ნიურნბერგის პროცესი ქართულად!

იცი, რა მოხდა ნიურნბერგის პროცესზე, რომელიც 1945 წლის 20 ნოემბერს დაიწყო და 1946 წლის 1-ელ ოქტომბერს დასრულდა?

თქვენისთანა ფაშისტები და ვირთხები სარზე გასვეს!

ოღონდ იმ სარზე გასმა დღევანდელ ცივილიზებულ მსოფლიოში კანონმდებლობით აკრძალულია და მხოლოდ გისოსებს მიღმა შეიყრებით ერთად ყველა ჯალათი და ნაძირალა!

უნდა იცოდე მსოფლიოს ისტორია!

ჰოდა, გივი, ვიდრე სულის ამოხდის მუქარით დაგვზაფრავ ისევ (ეს საქმე კი გამოგდიოდა კარგად!), გახსოვდეს, რომ ოცნებას კაცი არ მოუკლავს!

გინდ პირდაპირ გაიგე და გინდ – ირიბად. მკვლელობა მხოლოდ თქვენი ხელობაა!

და ერთ თვეში სწორედ ის ჯოჯოხეთი დაიწყება თქვენთვის – მკვლელებისთვის და კოლექტიური ჯალათური მოძრაობისთვის, ასე რომ გათენებინებთ ღამეებს და გაშინებთ.

არ აგცდებათ მახვილი და ცეცხლი და გახსოვდეთ კარგად!

არადა, 1991 წლის ოქტომბრის დღეებში ზვიად გამსახურდიას პუტჩის იდეოლოგები რომ დაეპატიმრებინა, ორიოდ თვეში, ახალი წლის დღეებში იარაღმომარჯვებულები ვერ იბოგინებდნენ რუსთაველზე “ტუჩაგიორგი” (მაისურაძე) და გია ბარამიძე, გოკა გაბაშვილი და გიგა ბოკერია… და კიდევ ბევრი თქვენისთანა მზაკვარი!

არადა, 2012 წლის ოქტომბრის დღეებში ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას” საკადრისი პასუხი რომ გაეცა თქვენთვის, ერთ თვეში მართლა სკოჩებით გაგაკრავდათ ქართველი ხალხი იმ ბანერებზე, ხალხის სისხლით რომ აწერდით წლების განმავლობაში – “გასაკეთებელი კიდევ ბევრია”…

მადლობა ღმერთს, ბიძინა ივანიშვილმა წირვა გამოგიყვანათ, თორემ “გასაკეთებელი” მართლა ბევრი გქონდათ!

– დასაღვრელი სისხლი კიდევ ბევრი გქონდათ!

– დასაკარგი ტერიტორიები კიდევ ბევრი გქონდათ!

– დასატერორებელი ბიზნესები კიდევ ბევრი გქონდათ!

– კიდევ ბევრი ციხე გქონდათ გასავსები პრობაციონერებით და კიდევ ბევრი ახალგაზრდა, პირტიტველა ბიჭი გყავდათ ჩასახოცი “ქვების გროვად” წოდებულ ქართულ მიწაზე!

მადლობა ღმერთს, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გადააფიქრებინა ხალხს თქვენი ხროვის დასჯა, თორემ ნამდვილ სასაკლაოდ გადაიქცეოდა საქართველო, იმდენ თქვენგან გამწარებულ ადამიანს ჰქონდა ჯავრი ამოსაყრელი!

გვეგონა, ჩოქვით შემოუვლიდით ქართულ ტაძრებს, ზოგს თქვენგან დანგრეულს და ზოგს დასანგრევად გამზადებულს და ლოცვაში გადაიტყავებდით მუხლებს, მაგრამ “კუდი ძაღლისა არ განემართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს.”

გივი, შე სააკაშვილის ხროვის შემადგენელო ფურუნკულო და ამავე ხროვისგან ასაფეთქებლად გამეტებულო, რით ვერ ძღები ქართველი ხალხის სისხლით?!

ბანერებზე და ბოძებზე გაკვრით იმუქრები.

სარია ეგ, გივი, სარი!

ის პოლიტიკური სარია, რომელზეც აღმაშენებლის მსგავსად გაგსვამთ ქართველი ხალხი 2024 წლის 26 ოქტომბერს და მერე შენც, სააკაშვილ-ხაზარაძემაც, გვარამია-ხაბეიშვილმაც, წითლიძე- ხოშტარიამაც, პოდოლიაკ-ზელენსკის დუეტმაც, თავსლაფ(ვახშამ)დასხმულმა ბაიდენმაც და სისხლმოწყურებულმა კრამერმაც გაფრენილი “ნუპაგაძი” არავის დაახატოთ!

ისე, კია ალალი ახლა შენზე ერთი მარკშეიდერი და გავიგებდით უცებ, საიდან გაქანებს, მაგრამ…

შენზე ახლა ახალაიას და მერაბიშვილის ხელისუფლებაც ალალია თავის კოხტა კოდუათი და მეგისა ქარდავათი, მაგრამ ჯანდაბას – სააკაშვილი, მარგველაშვილი და ზურაბიშვილი გყავდეს და მშვიდობაში მოიხმარეთ ერთმანეთი…

26 ოქტომბერს კი ქართველი ხალხი, გამარჯვებული ქართველი ხალხი ხმამაღლა შემოგძახებთ:

რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ!

გივი, ჩვენ ვართ, გივი!

გივი, შე ჯანმრთელო ახვარო, მთავარი დამავიწყდა.

ასეთ პლაკატებს და ბანერებს ყოველი მეორე ქართველი აკეთებს.  მე მომწონს. მშვიდობა მომწონს ამ ბანერებზე და ამ ბანერების ღირებულებაც სწორედ მშვიდობის საფასურია.

არ ვიცი, ვინ გააკეთა, მაგრამ ბარაქალა მას.

შენ წარმოიდგინე, ბევრს მოსწონს ეს ბანერები. მეც. თან, ადვილი გასაკეთებელია. ფოტოშოპიც არ სჭირდება.

რეალური კადრია ყველა.

ომის კადრებიც რეალურია, ასე რომ გწყურიათ ჩვენთანაც მსგავსი კადრების გადაღება.

მშვიდობის კადრებიც ნამდვილია – “ქართული ოცნებისა” და ქართველი ხალხის დამსახურებით მოპოვებული მშვიდობის…

ჰოდა, თუ მთელ ერს აგინებ, – ბუმერანგის ისტორიაც სასწავლი გაქვს და ერთი არ აგცდეს მთელი ცხოვრება!”, – წერს გიორგი მამაცაშვილი.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით, გივი თარგამაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: “ერთ თვეში მაგ ბანერებზე უნდა გაგაკრათ სულ სათითაოდ სკოჩით, როგორც მოღალატეებს აკრავენ ბოძებზე უკრაინაში, ნაღდად ღირსები იქნებით და არავინ დაგიცავთ.

მაგის მომგონის, შემქმნელის, დამბეჭდისაც და სულ, სულ ყველა მომწონებლის დდშც მთელი ცხოვრება, თქვე ავადმყოფო ახვრებო!”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები