ავსტრალიის სანქციებმა შესაძლოა, რუსეთში ურანის იმპორტზე იმოქმედოს

ავსტრალიის მთავრობა განიხილავს ახალი ეკონომიკური ხასიათის სანქციების დაწესებას რუსეთისთვის, ამის შესახებ მედიასთან შეხვედრის დროს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯული ბიშოპმა განაცხადა. მისი თქმით, ავსტრალიის მთავრობა ცდილობს, განიხილოს ყველა შესაძლო ვარიანტი რუსეთის ფედერაციასთან სამომავლო ურთიერთობებისთვის.
შეგახსენებთ, რომ აქციების პირველი პაკეტი ავსტრალიის მთავრობამ კერძო სექტორის წინააღმდეგ აამოქმედა და შავ სიაში რუსეთის საქმიანი წრის 50 პერსონა შეიყვანა, ახალი სანქციები კი ეკონომიკის სფეროს ეხება, მათ შორის ურანის ექსპორტს რუსეთში, რომლის მიწოდებაც შესაძლოა, სანქციის პირობებით შეჩერდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები