საქართველოს კანდიდატი ფილმი „ოსკარის“ ნომინაციაზე
ამერიკის კინოაკადემიის „ოსკარის“ 2023 წლის ნომინაციაზე საქართველოდან წარსადგენი ფილმის შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა დავით ფირცხალავას ფილმმა – „დიდი შესვენება”. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
„დიდი შესვენებაც” გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და დავით ფირცხალავას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.
კომისიამ გამარჯვებული 15 სექტემბერს გამოავლინა.
დავით ფირცხალავას ფილმმა 12-იდან 8 ხმა მიიღო.
კომისიის შემადგენლობაში იყვნენ:
1. ოთარ ბუბაშვილი;
2. მინდია ესაძე;
3. ლევან თუთბერიძე;
4. ვლადიმერ კაჭარავა;
5. ედმონდ მინაშვილი;
6. ირაკლი სამსონაძე;
7. ანა ურუშაძე;
8. ზაზა შათირიშვილი;
9. ნიკუშა შენგელაია;
10. ნინო ჩიმაკაძე;
11. მაია ჭილაშვილი;
12. მარიამ ხაჭვანი.
კონკურსში 6 ქართული ფილმი მონაწილეობდა:
1. „ატონალური გაბრწყინება” – რეჟისორი ალექსანდრე ქორიძე;
2. „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში” – რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი;
3. „დიდი შესვენება” – რეჟისორი დათა ფირცხალავა;
4. „მოთვინიერება“ – რეჟისორი სალომე ჯაში;
5. „ოთარის სიკვდილი“ – რეჟისორი იოსებ ბლიაძე;
6. „ტყვია“ – რეჟისორი ხათუნა ვაშაძე.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ამერიკის კინოაკადემიას კონკურსში გამარჯვებულ ქართულ ფილმს უახლოეს მომავალში წარუდგენს.