ალუდა ღუდუშაური: ირაკლი კობახიძეს არაფერი ეშლება და თუ ვინმეს რაიმე ეშლება, ეს არის მხოლოდ ოპოზიცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ირაკლი კობახიძეს არაფერი ეშლება.

როგორც ის ჟურნალისტებთან განმარტავს, თუ ვინმეს რამე ეშლება, ეს მხოლოდ ოპოზიციაა.

დეპუტატის თქმით, ირაკლი კობახიძე არის ამ ქვეყნის ღირსეული ვაჟკაცი, პატრიოტიზმით შეპყრობილი ადამიანი.

„ოპოზიციას გადაეცით, ძალიან ცუდ დღეში ხართ-თქო, ირაკლი კობახიძემაც მოგიკითხათ და ალუდა ღუდუშაურმაც-თქო, წერტილი.

იმაზე საუბარი, რასაც ოპოზიცია აკეთებს, უბრალოდ, ამორალური და სირცხვილია. რასაც ოპოზიცია მთელი ამ ხნის განმავლობაში პროვოცირებდა, სწორედაც აქეთკენ გადადგმული ნაბიჯები იყო.

ყველას მინდა, ვუთხრა, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს განვიხილავთ, როგორც ჩვენს დებს და ძმებს. გამორიცხულია, ჩვენ ღირსების მქონე ადამიანებმა ჩვენს დებს და ძმებს როდისმე არათუ რაიმე ვესროლოთ, აგრესიით ველაპარაკოთ“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები