ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორზე საავიაციო შეტევა განახორციელა
ღაზას სექტორში სიტუაცია კვლავ დაიძაბა, ისრაელის ავიაციამ ისლამისტთა პოზიციების მასირებული დაბომბვა დაიწყო, – ამის შესახებ ტელეარხი Sky News Arabia იუწყება. საავიაციო ჭურვები ჩამოცვივდა ,,ჯებალიას“ სამხედრო ბანაკში და ეგვიპტის საზღვართან მდებარე ქალაქ რაფახში. ჯერჯერობით უცნობია დაღუპულთა რაოდენობა, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები.
როგორც უკვე ცნობილია, გუშინ პალესტინელმა რადიკალებმა ისრაელის მიმართულებით 5 რაკეტა გაუშვეს, რასაც პასუხად ისრაელის ავიაციის შეტევა მოჰყვა.