ახალციხის საპატიო მოქალაქეს, ხელოვნებათმცოდნეს და მუსიკოსს – ანზორ თამარაშვილს 75 წელი შეუსრულდა
ახალციხის საპატიო მოქალაქეს, ხელოვნებათმცოდნესა და მუსიკოსს, ანზორ თამარაშვილს დღეს 75 წელი შეუსრულდა. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„ბატონ ანზორს დიდი წვლილი აქვს შეტანილი არა მარტო ჩვენი მუნიციპალიტეტის, არამედ რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში, საგუნდო ხელოვნების განვითარებასა და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში. იგი, წლების მანძილზე, მუშაობდა მესხური სასიმღერო ფოლკლორის აღდგენა- პოპულარიზაციის მიმართულებით. არის რესპუბლიკური და საკავშირო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი, „ღირსების ორდენის“ კავალერი. მისი ავტორობით გამოიცა წიგნები – „მოკლე მუსიკალური ლექსიკონი“, „მსოფლიო მუსიკალური კულტურა“ და „მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია დიდი პატივისცემით ულოცავს იუბილეს ჩვენს ღვაწლმოსილ თანაქალაქელს.
ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და მხნეობას ვუსურვებთ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.