“აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიერ სპეცოპერაციის მხარდაჭერა მოკავშირეობის დემონსტრირებაა” – რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის, დენის გონჩარის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე “სპეცოპერაციის” მხარდაჭერა სამოკავშირეო ურთიერთობების დემონსტრირებაა.

ამის შესახებ მან “რია ნოვოსტი”-სთან ინტერვიუში თქვა.

„ჩვენს ქვეყნებს შორის სამოკავშირეო ურთიერთობების დემონსტრირება იყო სოხუმის და ცხინვალის მიერ უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის მხარდაჭერა, რომელიც, მათ შორის, დონბასის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას გულისხმობდა“, – თქვა მან.

მისი თმით, “სამხრეთ ოსეთმა დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ 2014 წელს აღიარა, აფხაზეთმა კი მსგავსი ნაბიჯი 25 თებერვალს გადადგა, თუმცა, ფაქტობრივად, კონტაქტები ადრეც იყო. აფხაზეთის პრეზიდენტმა ბჟანიამ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ “რუსული მხარის გადაწყვეტილებები რესპუბლიკების აღიარებისა და მათ დასაცავად სპეციალური სამხედრო ოპერაციების ჩატარების შესახებ, იყო ღრმად გააზრებული, უალტერნატივო. ორივე რესპუბლიკის ხელისუფლებამ, ყველა საზოგადოებრივ – პოლიტიკურმა ძალამ დონბასის დასაცავად სპეცოპერაციის ჩატარებას უპირობო მხარდაჭერა გამოთქვა”, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები