დავით სერგეენკო სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნების მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და იმ მზადყოფნას, რომელიც გამოვხატეთ ორივე მხარემ იმისათვის, რათა არსებული კულტურული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო ურთიერთობები თვისებრივად ახალ დონეზე გადავიდეს და კიდევ უფრო გაუმჯობესდეს”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები