კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თორმეტივე პუნქტი ზედმიწევნით იყოს შესრულებული და რაც შეიძლება მალე მიიღოს სტატუსი ჩვენმა ქვეყანამ

მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, არჩევნების ელექტრონულად ჩატარების გადაწყვეტილებას მივესალმები და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ იმ დიდ ოჯახს, რასაც ევროპა ჰქვია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისთვის ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანამ სტატუსი მალე მიიღოს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად კიდევ უფრო მჭიდროდ, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ იმ დიდ ოჯახს, რასაც ევროპა ჰქვია. ასევე, დათქმებთან დაკავშირებით იყო დღეს განცხადებები გაკეთებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 12-ვე პუნქტი ზედმიწევნით იყოს შესრულებული, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს სტატუსი ჩვენმა ქვეყანამ”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები