სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ორმხრივი სროლის შედეგად, 10 სომეხი სამხედრო დაიჭრა
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გვიან ღამით ორმხრივი სროლის შედეგად, 10 სომეხი სამხედრო დაიჭრა.
სამხედროები ქალაქ მარტუნის სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილნი.
ამის შესახებ სომხურ მედიას სამედიცინო ცენტრში განუცხადეს.
“სამედიცინო ცენტრში ათი ადამიანი გადაიყვანეს, მათგან ოთხის ტრანსპორტირება მოხდა ერევანში. დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერევანში გადაყვანილებს სპეციალიზებული დახმარება დასჭირდათ”, – განაცხადეს საავადმყოფოში.