ცოტნე კობერიძე: გაცნობებთ, რომ დღეიდან ოფიციალურად ვარ ლაზურ-ხალიბური კატაკომბური ეკლესიის მღვდელი – საშემოდგომო გაწვევა დაიწყო
,,გაცნობებთ, რომ დღეიდან ოფიციალურად ვარ საერთაშორისო მართლმადიდებლური ლაზურ-ხალიბური კატაკომბური ეკლესიის მღვდელი”, – წერს„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი, ცოტნე კობერიძე სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2022 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ.
როგორც კობერიძე აღნიშნავს, სამხედრო საშემოდგომო გაწვევა უკვე დაიწყო.
,,გაცნობებთ, რომ დღეიდან ოფიციალურად ვარ საერთაშორისო მართლმადიდებლური ლაზურ-ხალიბური კატაკომბური ეკლესიის მღვდელი.
პს. საშემოდგომო გაწვევა დაიწყო,’’ – წერს კობერიძე.