პიტერ ფიშერი: საქართველოსა და გერმანიის მეგობრობა ახალ პროექტებს მოიტანს, რასაც დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტი ბერლინში და ფედერალურ კანცლერთან შეხვედრა
საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პიტერ
ფიშერი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
ელჩის თქმით, საქართველოსა და გერმანიის მეგობრობა ახალ პროექტებს მოიტანს, რასაც დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტი ბერლინში და ფედერალურ კანცლერთან შეხვედრა.
“მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გაცნობითი ხასიათის შეხვედრისთვის. განვიხილეთ ჩვენი დროის გეოპოლიტიკური გამოწვევები და ის პოლიტიკური და ეკონომიკური რეაგირება, რაც ევროატლანტიკურმა საზოგადოებამ უნდა გააკეთოს მათზე საპასუხოდ. საქართველოსა და გერმანიის მეგობრობა ახალ პროექტებს მოიტანს ამ რეაგირების შედეგად. ყოველივე ამას დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტი ბერლინში და ფედერალურ კანცლერთან შეხვედრა”, – წერს პიტერ ფიშერი.
🙏🏽 PM @GharibashviliGe for 1st mtng. Discussed geopolitical challenges of our time & political & econ response euro-atlantic community needs to give. 🇬🇪🇩🇪 friendship will bring new projects as part of this response. PM's visit to #Berlin & mtng w/ @Bundeskanzler will add impetus. pic.twitter.com/EhTwHQK1m7
— Peter Fischer (@Diplo_Peter) September 12, 2022