„ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნისთვის ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე“ – ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

როგორც ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, პატრიარქთან შეხვედრისას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

„დღეს საღამოს ვესტუმრე კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნისთვის ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. დღეგრძელობა ჩვენს პატრიარქს!“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები