აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის შემოდგომის აკადემია გაიხსნა

აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის რიგით მესამე შემოდგომის აკადემია – „სტრატეგიული დაგეგმვა და შესრულებული სამუშაოს შეფასება” გაიხსნა.

ღონისძიება, რომელიც ბათუმში გაიმართა, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ქეთევან კვინიკაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საჯარო მმართველობის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ფონდის პროექტის „თანამედროვე და ძლიერი პარლამენტის აპარატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” პროექტის მენეჯერმა თამარ ზოდელავამ გახსნეს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატებს შორის „თბილისის მემორანდუმით” ჩამოყალიბებული რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში გამართული ღონისძიებებიდან, პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდგომ, შემოდგომის აკადემიის გამართვა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატების ქსელის ეფექტიან და მჭიდრო თანამშრომლობას”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, ქეთევან კვინიკაძემ.

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის აპარატის ინიციატივით, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები