დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში „საქართველოს საპატენტო კანონში” ცვლილების თაობაზე იმსჯელეს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტი „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” მეორე მოსმენით განიხილა.

პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილებების მიხედვით, ევროპულ საპატენტო განაცხადს და საქართველოში ვალიდირებულ ევროპულ პატენტს მიენიჭება იგივე იურიდიული ძალა და დაექვემდებარება იმავე პირობებს, რაც საქართველოს საპატენტო კანონის მიხედვით, ეროვნულ საპატენტო განაცხადზე და ეროვნულ პატენტზე ვრცელდება.

საკანონმდებლო ცვლილების თაობაზე განმარტება გააკეთა და პროექტი მუხლობრივად წარადგინა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის” თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დოჭვირმა. მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით. კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტს და გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები