მედვედევი: “აგვისტოს ომის” დროს “ცხოვრებაში ყველაზე მძიმე გადაწყვეტილების მიღება” მომიწია
რუსეთის პრემიერ-მინისტრი და ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი 6 წლის წინ რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარ ომს სოციალურ ქსელში იხსენებს. მედვედევის განმარტებით, გარკვეული პერიოდის შემდეგ ნათელი გახდა, რომ მაშინდელი გადაწყვეტილებები სწორი იყო. “დროის გასვლის შემდეგ, ყველა დარწმუნდა, რომ ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. მსოფლიო რუკაზე ორი ახალი სახელმწიფო გაჩნდა – სამხრეთ ოსეთი და ამ ომში ჩათრეული აფხაზეთი. ამასთან, ექვსი წლის წინ ჩვენს მიერ ამ სახელმწიფოების ცნობა ჩვენსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის გართულების მიზეზი გახდა. მაშინ, მსოფლიო საზოგადოებამ საკუთარ თავში იპოვა საკმარისი სიბრძნე და ძალა, რათა რუსეთისთვის გაეგო, პატივისცემით მოპყრობოდა ჩვენ პოზიციას და შედეგად, უკვე ექვსი წელია, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მშვიდობა მეფობს,” – წერს მედვედვი სოციალურ ქსელში.მისივე განმარტებით, აგვისტოს ომის დროს “ცხოვრებაში ყველაზე მძიმე გადაწყვეტილების მიღება” მოუხდა. იმ დღეებში მომიწია ცხოვრებაში ყველაზე მძიმე გადაწყვეტილების მიღება”, – აღნიშნავს მედვედევი.