ხუნდაძე – ოპოზიციაზე: არგუმენტები არ აქვთ და თავდასხმაზე გადადიან

სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერისგან შეურაცხმყოფელი განცხადება კეთდება, ეს არის მდაბიოობა და აპოლიტიკური ურთიერთობა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მოძრაობის “ხალხის ძალა” წევრების დასწრებას უსაფუძვლო აჟიოტაჟი მოჰყვა.

„საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ჩვენს დასწრებაზე უსაფუძვლო აჟიოტაჟი ატყდა. უმრავლესობა ერთპარტიულ ვერტიკალს არ ნიშნავს, ეს არის სიითი უმრავლესობა, სადაც ძირითად საკითხზე ერთი პოზიციაა დაფიქსირებული. ჩვენ პარტია და ფრაქცია დავტოვეთ და ვთქვით, რომ ჩვენ შორის ღირებულებითი სხვაობა არ იყო, იყო მხოლოდ უთანხმოება იმაზე, რა დოზით უნდა გვეთქვა ხალხისთვის სიმართლე. ჩვენ რომ ამაში უხერხულობას ვგრძნობდეთ, რამენაირად იმას მოვახერხებდით, რომ ჩვენი იქ ყოფნის ამსახველი ფოტომასალა არ გასულიყო. ეს საკითხი არ დაგვიყენებია, რადგან უმრავლესობის წევრები ვართ. ამიტომ, აქ არავითარი მიუღებლობა არ არის. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერისგან შეურაცხმყოფელი განცხადება კეთდება, ეს არის მდაბიოობა და აპოლიტიკური ურთიერთობა. ეს ადამიანურ დამოკიდებულებებსაც სცდება. არგუმენტები არ აქვთ და თავდასხმაზე გადადიან“, – განაცხადა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები