რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში გამარტივებული წესით დღეიდან ვეღარ მოხვდებიან

რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში მოსახვედრად გამარტივებული სავიზო რეჟიმით უკვე დღეიდან ვეღარ ისარგებლებენ.

ევროკავშირის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან, 12 სექტებრიდან შედის.

შეზღუდვა ითვალისწინებს იმას, რომ სავიზო მოსაკრებელი 35 ევროდან 80 ევრომდე გაიზრდება, დამატებითი დოკუმენტების წარდგენა გახდება აუცილებელი, გაიზრდება ვიზის დამუშავების დრო და მრავალჯერადი ვიზების გაცემაზე მეტი შეზღუდვა დაწესდება.

ამჟამად, ევროკავშირი რუსი ტურისტებისთვის საერთო შეზღუდვებს არ აწესებს, რადგან რიგი ქვეყნები, მათ შორის, უნგრეთი ამ რეგულაციას ეწინააღმდეგება.

როგორც 9 სექტემბერს ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუშანმა (ქვეყნის, რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს) განაცხადა, „ვიზების გამარტივების შეთანხმება უზრუნველყოფს პრივილეგირებულ წვდომას ევროკავშირში სანდო პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებთანაც ჩვენ საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ. თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომით, მათ შორის, მშვიდობიან მოქალაქეებზე განურჩეველი თავდასხმებით, რუსეთმა დაარღვია ეს ნდობა და ფეხქვეშ გათელა ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები