“ამჟამინდელი ულტიმატუმი ბავშვური მოთელვაა იმასთან შედარებით, რაც მომავალში გელოდებათ” – მედვედევი ზელენსკის დაემუქრა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი დარწმუნებულია, რომ კიევს, რუსეთის პირობებით, ტოტალური კაპიტულაცია ელოდება და ვოლოდიმირ ზელენსკის ულტიმატუმი, რომელსაც არ სურს დიალოგი ვლადიმერ პუტინთან – “მხოლოდ ბავშვური მოთელვაა”.

ამის შესახებ მან “ტელეგრამში” დაწერა.

“ვიღაც ზელენსკიმ თქვა, რომ ის არ დაიწყებს დიალოგს მათთან, ვინც ულტიმატუმებს აყენებს. ახლანდელი “ულტიმატუმები” მომავლის მოთხოვნებთან შედარებით ბავშვური მოთელვაა და მან ეს მოთხოვნები იცის: რუსეთის პირობებით კიევის რეჟიმის სრული კაპიტულაცია“, – წერს მედვედევი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამჟამად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას არ გეგმავს. რაც შეეხება რუსეთის ულტიმატუმებს, ზელენსკიმ თქვა, რომ “არ მაინტერესებს – ვინ წამოაყენა ეს ულტიმატუმები – პუტინმა თუ ვინმე სხვამ. ეს არის ჩემი პრინციპი: მე არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები