ანრი ოხანაშვილი – „ლელოს” ინიციატივაზე: რადიკალური დღის წესრიგის განსამტკიცებლად ნიადაგის შემზადებაა ის, რომ თითქოს რაღაც შავ-ბნელი კავშირები არსებობს

ოპოზიციური რადიკალური ჯგუფებისთვის რადიკალური დღის წესრიგის განსამტკიცებლად ნიადაგის შემზადებაა ის, რომ თითქოს რაღაც შავ-ბნელი კავშირები არსებობს, – ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვახტანგ გომელაურმა რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მაღალი თანამდებობის პირებს უმასპინძლა თბილისში, რაზეც „ლელო” საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

“ეს განცხადებები, როგორც ჩანს, გამიზნულად გაკეთდა, რათა ნიადაგი შეამზადოს შესაბამისი რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნისთვის. დღეს რა დღის წესრიგი აქვთ – არ ერთვებიან სამუშაო ჯგუფებში, მიზანმიმართულად აკეთებენ დეზინფორმაციულ განცხადებებს და პრაქტიკულად, დღის წესრიგი არ გააჩნიათ. ამიტომ, ეს არის გასაგები და ნაცადი ხერხი, რომ პოლიტიკურ ოპოზიციურ ჯგუფებს რადიკალური დღის წესრიგის განსამტკიცებლად ნიადაგი უნდა შეუმზადდეთ, ეს ნიადაგის შემზადებაა ზუსტად ის, რომ თითქოს რაღაც შავ-ბნელი კავშირები არსებობს. ეს არის ერთიანი პროცესი, რომ რადიკალიზაცია მოხდეს, ეს არ არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული. აქედან გამომდინარე გართულდება ასეთ თითიდან გამოწოვილ საკითხზე მსჯელობები გამართო, პრაქტიკულად წარმოუდგენელია, მაგრამ უნდა მოვისმინოთ, რას დაწერენ, რას შემოგვთავაზებენ.
ამასთან, ოპოზიცია თვითონაც უნდა ჩამოყალიბდეს, რა დღის წესრიგით მიდიან. შესაძლებელია რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების დღის წესრიგი მისაღები არ იყოს იმ ოპოზიციური ჯგუფებისთვის, რომლებიც საქმიანად მუშაობენ 12 – პუნქტიან გეგმაზე, ვნახოთ, რა გამოიკვეთება და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ,” – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები