“პუტინი ომის “ახალ ეტაპს” ამზადებს, ოლიგარქებმა დავალება მიიღეს” – ხრისტო გროზევი
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო კორპორაციებს და ოლიგარქებს დაავალა, შექმნან კერძო სამხედრო კომპანიები, რომ გაძლიერდეს უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესია და ომის “ახალი ეტაპი” დაიწყოს.
ამის შესახებ Twitter-ზე გამომძიებელი – ჟურნალისტი, ხრისტო გროზევი წერს.
მისი თქმით, პუტინს „ბრძოლის ახალი ეტაპის“ დაწყება ოქტომბერში სურს.
“ის ამბობს, რომ უკრაინაში ჩავარდნა გამოწვეულია ჯარში არსებული კორუფციით და არაკომპეტენტურობით („დაქირავებულები ხელფასებთან დაკავშირებით მოატყუეს”). მაგრამ ისევ ძალიან ოპტიმისტურად ამბობს, რომ ყველა სახელმწიფო კორპორაციას და ოლიგარქს ევალება – შექმნას საკუთარი კერძო სამხედრო კომპანია “ოქტომბრის ახალი ეტაპისთვის”, – წერს გროზევი.