ზელენსკი: მქონდა სატელეფონო საუბარი ემანუელ მაკრონთან, მას ვაცნობე საომარი მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ
„მქონდა სატელეფონო საუბარი ემანუელ მაკრონთან. მას ვაცნობე საომარი მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
“წამოვაყენე რუსებისთვის სავიზო რეჟიმის აკრძალვის საკითხი. დიდი დრო დავუთმეთ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილ კრიტიკულ ვითარებას. ჩვენი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ევროპის ბირთვული კატასტროფისგან დაცვის ერთადერთი გზა სადგურის დემილიტარიზაციაა“, – წერს ზელენსკი “ტვიტერში”.
