უკრაინის არმიამ ლუგანსკის სამხრეთით ალყას თავი დააღწია

უკრაინის სახელმწიფო არმიის მსხვილმა სამხედრო შენაერთებმა, რომლებიც რამდენიმე კვირის წინ ალყაში მოექცნენ, ლუგანსკის სამხრეთით, გუშინ ღამით ალყის გარღვევა შეძლეს და უკან დაიხიეს. დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამხედრო შტაბის ინფორმაციით, უკრაინის არმიამ დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა დატოვა. რუსული ტელეარხის „როსია 24“-ის ინფორმაციით, ალაყაში მოქცეული 5 ათასი სამხედროდან ალყიდან დაახლოებით ათასი სამხედრო გამოვიდა, დანარჩენები ბრძოლას აგრძელებენ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ სამხედრო შენაერთებიდან 300 სამხედრო რუსეთში გადავიდა და თავშესაფარი მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები