უკრაინელი პოეტის, ანდრი ლიუბკას პოეზიის საღამო გაიმართება
9 სექტემბერს, 19:30 საათზე, მწერალთა სახლში, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება უკრაინელი პოეტის, ანდრი ლიუბკას პოეზიის საღამო.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, მოდერატორი და მთარგმნელია: შოთა იათაშვილი.
ენა: უკრაინული / ქართული
დასწრება თავისუფალია!
ფესტივალის სრული პროგრამა იხ. ბმულზე: https://bit.ly/3RgDG3v