ბორის ჯონსონმა ლიზ ტრასს პრემიერად არჩევა მიულოცა და უკრაინა ახსენა

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ლიზ ტრასს ამავე თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და საკუთარი საქმიანობა შეაჯამა.

როგორც ჯონსონმა Twitter-ზე დაწერა, „ჩემთვის იყო პატივი ბოლო სამი წლის განმავლობაში კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელობა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში უდიდესი უმრავლესობა მოვიპოვე, დავასრულე Brexit-ის პროცედურები, ვმეთვალყურეობდი ევროპაში ვაქცინაციის კამპანიის უსწრაფეს განვითარებას და უკრაინას სასიცოცხლოდ აუცილებელ დახმარებას ვუწევდი”.

“ვულოცავ ლიზ ტრასს დამაჯერებელ გამარჯვებას. მე ვიცი, რომ მას აქვს სწორი გეგმა,  გაუმკლავდეს ცხოვრების მზარდ ღირებულებას, როგორ გააერთიანოს ჩვენი პარტია და გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისა და გაუმჯობესების შესანიშნავი საქმე. დადგა დრო, რომ ყველა კონსერვატორი 100%-ით შეიკრიბოს მის ირგვლივ,“ – დაწერა ბორის ჯონსონმა.

ბრიტანეთის კონსერვატორული პარტიის კენჭისყრის შედეგები დღეს გახდა ცნობილი, რომლის მიხედვით, ქვეყნის პრემიერის თანამდებობაზე პარტიის 200 ათასი წევრიდან 81 326-მა ხმა ლიზ ტრასის სასარგებლოდ მისცა, ხოლო 60 399-მა – რიში სუნაკის.

ბორის ჯონსონი პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად ოფიციალურად 6 სექტემბრამდე მიიჩნევა, სწორედ ამ დღეს შეუდგება ტრასი უფლებამოსილების შესრულებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები