ზუგდიდის გამგებელი: თაკო ლაშხია პატიოსანი ოჯახის შვილი და მორწმუნე ადამიანია

  ზუგდიდის გამგებლის თანაშემწედ 22 წლის თაკო ლაშხია დაინიშნა – ამის შესახებ „კვირას“ ზუგდიდის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ განუცხადა. მისი თქმით, თაკო ლაშხია პროფესიით ეკონომისტია და ის ამ ეტაპზე გამგებლის თანაშემწის მოვალეობას ასრულებს.
„თაკო ლაშხია ერთ-ერთ კომპანიაში ეკონომისტად მუშაობდა. ის ზუგდიდში ცხოვრობს. წესიერი, პატიოსანი ოჯახის შვილი და მორწმუნე ადამიანია. თაკო ლაშხია ამ ეტაპზე მოვალეობას ასრულებს. ორი თვის შემდეგ მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელმა გამოცდები უნდა ჩააბაროს, თუ თაკო ლაშხია გამოცდებს ვერ ჩააბარებს, შესაძლებელია თანაშემწის თანამდებობაც დატოვოს“, – აღნიშნა ედიშერ თოლორაიამ.
ზუგდიდის გამგებელმა კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ თითქოსდა თანაშემწეს სამსახურებრივი მანქანა და კაბინეტი აჩუქა. ედიშერ თოლორაია თაკო ლაშხიას შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებსაც გამოეხმაურა.
„არავითარი მანქანა… რა სისულელეა, სოციალურ ქსელში ცრუ ინფორმაციები ვრცელდება. რაც შეეხება სოციალურ ქსელში თაკო ლაშხიას გავრცელებულ ფოტოებს, ეს მე არ მეხება. ვინ, სად და რა ფოტოს დებს, მე პასუხი როგორ მოვთხოვო“, – განუცხადა „კვირას“ ედიშერ თოლორაიამ. „კვირა“ ცდილობდა, თაკო ლაშხიასაც დაკავშირებოდა, მაგრამ იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ზუგდიდის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, რომ თაკო ლაშხიას სახეზე არ იცნობენ.
„რას გაიგებ, ეს გოგო ვინ არის. ჩვენ არ გვინახავს, აქ ისეთი ქაოსია, რომ ვინ სად ინიშნება, არ ვიცით. ეს გოგო გამგებლის თანაშემწედ დაუნიშნავთ, მაგრამ ჯერ ჩვენ არ გვინახავს“, – განუცხადა „კვირას“ გამგეობის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა.

10589122_881712075190420_1300968754_n

10589965_881712071857087_981992405_n

10588910_881712051857089_429018980_n

10589940_881712061857088_525348735_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები