“3 მარტს საქართველოში დედის დღეა, ეს დღე 1991 წლიდან აღინიშნება – იმ რთულ პერიოდში ქალები, განსაკუთრებით დედები, არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ საზოგადოებასაც აძლიერებდნენ” – გერმანიის საელჩო
“დღევანდელ დღეს ვულოცავთ დედებს და ვუსურვებთ, მათი შეუცვლელი შრომა იყოს ხილული, აღიარებული და დაფასებული”, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის აელჩო წერს.
“დღეს, 3 მარტს საქართველოში დედის დღეა. ეს დღე 1991 წლიდან აღინიშნება – იმ დროიდან, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაიბრუნა. იმ რთულ პერიოდში ქალები, განსაკუთრებით დედები, არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ საზოგადოებასაც აძლიერებდნენ და აერთიანებდნენ. მათი ზრუნვა, ძალა და ძალისხმევა საქართველოში დღემდე თვალსაჩინოა – ქალები კვლავ აგრძელებენ ამ განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო როლის შესრულებას”, – წერს საელჩო.