ისრაელის არმია სამხრეთ ლიბანში შევიდა

ისრაელის არმიის პრესსამსახურის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანში შეიჭრნენ და ქვეყნის შიგნით პოზიციები გაამყარეს.

„ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაცია „ლომის ღრიალის“ პარალელურად, ისრაელის ჯარისკაცები მოქმედებენ სამხრეთ ლიბანში და განლაგებულნი არიან საზღვრის მახლობლად რამდენიმე პოზიციაზე, როგორც წინა პლანზე თავდაცვის გაძლიერებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, მათი მიზანი “ჰეზბოლას” ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა იყო.

მედიის ცნობით, ლიბანის არმიამ აიტა ალ-შააბის რეგიონში სასაზღვრო პოზიციებიდან რამდენიმე ქვედანაყოფი გაიყვანა.

მანამდე, ლიბანში შეტევითი ოპერაციის დაწყების შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა განაცხადა. მან ხალხს ხანგრძლივი ბრძოლებისთვის მომზადებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები