ჩინეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა

​ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც, სულ მცირე, 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ამის შესახებ Xinhua წერს.

მიწისქვეშა ბიძგები პროვინციის დედაქალაქ ჩენდუში, ასევე, გაცილებით მოშორებით მდებარე ქალაქებშიც იგრძნობოდა.

მედიის ინფორმაციით, ეპიცენტრთან ახლოს მდებარე ზოგიერთი გზა და სახლები მეწყრის შედეგად დაზიანდა.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ ლუდინგში იყო, მთებში.

სიჩუანის პროვინცია სეისმურად აქტიურია.

2013 წლის 20 აპრილს ქალაქ იანში 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც 196 ადამიანი შეეწირა.

2008 წლის 12 მაისს 7,9 მაგნიტუდას 69 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, რაც უახლეს ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები