ამერიკის სამხედრო ავიაციამ ერაყში ისლამისტების პოზიციები დაბომბა
ამერიკის საჰაერო-სამხედრო ძალებმა ერაყში სეპარატისტების პოზიციების დაბომბვა დაიწყეს, – ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, კონტრადმირალმა ჯონ კირბიმ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
„ამერიკის საჰაერო-სამხედრო ძალებმა ისლამისტების სამხედრო პოზიციების მასირებული დაბომბვა დაიწყეს, განადგურებულია ისლამისტების საარტილერიო დანადგარები, რითაც ქურთების სამხედრო პოზიციები იბომბებოდა“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
ინფორმაციას ერაყის საინფორმაციო სააგენტოებიც ადასტურებენ, რომელთა თქმით, განადგურებულია დაახლოებით 550 ისლამისტი ტერორისტი, ასევე სამხედრო ტექნიკა.