კახა კალაძე: ქვეყანაში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა – ვადამდელი არჩევნები ძალიან დიდი აბსურდი და სისულელეა

„ვადამდელი არჩევნები ძალიან დიდი აბსურდი და ძალიან დიდი სისულელეა“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას.

კალაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ოპოზიციაში პოლიტიკური კრიზისია.

„პოლიტიკური დაძაბულობა ვისაც აქვს, ეს არის ოპოზიცია და კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობა“. ქვეყანაში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და ძალიან დიდი სისულელე, არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს კონსტიტუციითა გათვალისწინებული. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ოპოზიციას პოლიტიკური კრიზისი აქვთ“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელიას თქმით, შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები