საქსტატი: 2022 წელს წლიურმა ინფლაციამ 10.9 პროცენტი შეადგინა

2022 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.9 პროცენტი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, წლიურ ინფლაციაზე ძირითადი გავლენა სურსათის გაძვირებამ მოახდინა.

საქსტატის ინფორმაციით, პური და პურპროდუქტები 32.4 პროცენტით არის გაძვირებული, რძე, ყველი და კვერცხი – 20.8 პროცენტით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 20.3 პროცენტით, ზეთი და ცხიმი – 19.8 პროცენტით, ყავა, ჩაი და კაკაო – 18.7 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 18.6 პროცენტით, თევზეული – 13.6 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 11.1 პროცენტით, ხილი – 2.5 პროცენტით. ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 9.6 პროცენტით.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ინფლაციის მიზნობრივ 3 პროცენტამდე მიახლოებას 2023 წლის მეორე ნახევრიდან ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები