მაკა ბოჭორიშვილი და ირაკლი ჩიქოვანი ბრიუსელში შეხვედრებს გამართავენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების წევრი, ირაკლი ჩიქოვანი 31 აგვისტო-2 სექტემბერს ბრიუსელში სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.

პარლამენტის ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები ევროკომისიის, ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის მიზანია საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხების, მათ შორის, ევროკომისიის მიერ წარდგენილი რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის განხილვა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ევროპელი კოლეგების მხრიდან მხარდაჭერის განმტკიცება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები