გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძე დაინიშნა

გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძე დაინიშნა. ინფორმაციას ორგანიზაციაში საქართველოს ყოფილი ელჩი, კახა იმნაძე “ტვიტერზე” ავრცელებს და ბაქრაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.

თავად იმნაძე საქმიანობას კანადაში გააგრძელებს.

დავით ბაქრაძე 2016 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აპრილამდე აშშ-ში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო. ის თანამდებობაზე დავით ზალკალიანმა შეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები