მამუკა მდინარაძე: ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს სტუდენტები გახდნენ, ვულოცავ ცხოვრების ამ საუკეთესო ეტაპის დაწყებას

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე იმ აბიტურიენტებს, რომლებიც უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ, სტუდენტობას ულოცავს.

“ჩვენი ქვეყნის მომავალს, ახალგაზრდა თაობის ბრწყინვალე წარმომადგენლებს, ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს სტუდენტები გახდნენ, ვულოცავ ცხოვრების ამ საუკეთესო ეტაპის დაწყებას.

ბევრ სიხარულს და წარმატებას ვისურვებ თითოეულ მათგანს!”, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები