ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში ავიადარტყმები განახორციელა
დღეს ისრაელის არტილერიამ და ავიაციამ ღაზას სექტორის ჩრდილო და აღმოსავლეთ რაიონებში მასირებული შეტევა განახორციელა. ამის შესახებ პალესტინის სახალხო ფრონტის პრესსამსახური იტყობინება. ჯერჯერობით უცნობია მსხვერპლის რაოდენობა, რეგიონში დანგრეულია საცხოვრებელი სახლები.
ისრაელის სამხედრო შტაბის ინფორმაციით, დღეს დილით, 9 საათზე გაუვიდა ვადა 72 – საათიან შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც რეგიონში დამყარდა გაეროს წარმომადგენელთა დაჟინებული მოთხოვნით. პირველად პირობა პალესტინელებმა დაარღვიეს და ისრაელის ქალაქების მიმართულებით 20 რაკეტა გაუშვეს, ამას საპასუხო საარტილერიო და საავიაციო ცეცხლი მოჰყვა.