დავით სერგეენკო გაერო-ს ბავშვთა ფონდის რეგიონულ მრჩეველს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ხელმძღვანელი, დავით სერგეენკო გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეგიონულ მრჩეველს, ფინანსური მიმართულების ხელმძღვანელს, ალბერტო მუსატის შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ გაერო-ს ბავშვთა ფონდთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რამაც განაპირობა კიდეც ფონდის ფინანსური მიმართულების ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტი.

„თანამშრომლობის გაღრმავება გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ერთობლივად შევქმნით ახალ პროექტებს, რომლებიც სისტემური ხედვის ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება. ეს კი საშუალებას მოგვცემს ბავშვთა კეთილდღეობის მიმართულებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები