პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში იდენტიფიცირებული მიგნებები განიხილეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, სადაც პარლამენტის წევრებმა უწყებებთან ერთად განიხილეს განხორციელებული ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში გამოვლენილი მიგნებები.

პარლამენტის ინფორმაციიტ, სამუშაო შეხვედრას პარლამენტის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.
შეხვედრის მონაწილეებს რატი იონათამიშვილმა გააცნო სამუშაო ადგილზე და საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ამკრძალავი ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლზე მუშაობისას გამოკვეთილი მიგნებები, რომლებიც შემდგომ საკანონმდებლო ცვლილებებს და ამ მიმართულებით კოორდინირებულ მუშაობას საჭიროებს. შეხვედრა, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესრულების – გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა იმსჯელეს წარმოდგენილ საკითხებზე და სამუშაოს შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები