ლაგოდეხში “ფერების ფესტივალი 2022” გაიმართა
ლაგოდეხში 26 აგვისტოს “ფერების ფესტივალი 2022” გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფესტივალი მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.