როგორ შეცვალეს “ვიკიპედიაზე” ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის შესახებ, რაზეც „ფეიკ სიუჟეტი“ აიგო – მორიგი დადგმული ამბავი ტვ „პირველისგან“ POSTV-მ ამხილა

POSTV-ის სიუჟეტის თანახმად, არასანდო საძიებო სისტემაზე დაყრდნობით, ოპოზიციური მედია ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ პირთა სიაშია, რომელთაც საერთაშორისო სანქციები შეეხოთ. როგორც ჩანს, რადიკალურ ოპოზიციას და მათ მედიას იმდენად სურს, ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდეს, არაოფიციალური წყაროების გამოყენებაზეც არ ამბობენ უარს.

„რატომ არის ,,ვიკიპედია,, არასანდო ვებგვერდი – სისტემაში ინფორმაციის შეცვლა, დამატება ან წაშლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. დასანქცირებული პირების შესახებ ჩანაწერის ცვლილება 26 აგვისტოს, 16 საათსა და 49 წუთზე აისახა. რედაქტირების დრო – 16 საათი და 45 წუთი. ცვლილების ავტორს იდენტიფიცირება არ სურს და უცნაური ზედმეტსახელით – shemeshvi dzmam – გვევლინება.

ფაქტია, ქართველმა ან ქართული წარმომავლობის უცნაური ზედმეტსახელის მქონე პერსონამ ჩანაწერში ინფორმაცია შეცვალა. ასე შეიქმნა ამბავი, რომელზეც ჟურნალისტმა სიუჟეტი ააგო“, – ნათქვამია სიუჟეტში.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, POSTV იმასაც ამტკიცებს, რომ ,,ვიკიპედიაში,, ინფორმაციის ცვლილებასთან ერთად იმ სიაში ადამიანების დამატებაც შეუძლია, რის გამოც მედიაისტერია ატყდა.

ჩანაწერში ცვლილებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება და ასე მარტივად სანქცირებულ პირთა შორის სიუჟეტის ავტორის სახელი და გვარიც აღმოჩნდა. სიუჟეტის თანახმად, წარმოდგენილი ფაქტები ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დამატება ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, საქართველოდანაც შეეძლო. რა იყო არასანდო ინფორმაციის გავრცელების მიზანი – პასუხი იმ სასიხარულო ყიჟინაში შეიძლება, აღმოვაჩინოთ, რაც სიუჟეტის რესპონდენტების განწყობებში იკითხება.

„არასანდო საძიებო სისტემაში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაციაში ნათქვამია ისიც, რომ ბიზნესმენის ანგარიშები გაყინულია. ამ შემთხვევაში, თამაშში საეჭვო სანდოობის მქონე, საიტი „აპსნი. ჯი“ შემოდის, რომელსაც ,,ვიკიპედიაში,, ინფორმაციის ცვლილების ავტორი დაეყრდნო. მაგალითად, 14 მაისს აღნიშნულ ვებგვერდზე დაიწერა, რომ ,,კრედიტ სუისმა,, ბიძინა ივანიშვილს კუთვნილი 2,7 მილიარდი გაუყინა. სინამდვილეში, საყოველთაოდ ცნობილია, რომ შვეიცარიული ბანკი საკუთარი კლიენტის მიმართ ვალდებულებებს არ ასრულებს, მის უფლებებს უხეშად არღვევს, პრობლემებს უქმნის და ტრანზაქციებს ხელოვნურად აფერხებს. ივანიშვილმა ბანკთან სასამართლო დავა მოიგო და სამართლებრივ ბრძოლას ისევ აგრძელებს. ,,კრედიტ სუისი,, კი კოტრდება და მენეჯმენტს ცვლის“, – ნათქვამია სიუჟეტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები