“გორგია” – ხანძრის ლიკვიდირება რამდენიმე წუთში მოხდა გამომდინარე იქიდან, რომ ,,გორგიას,, ყველა საწყობი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების უახლესი სისტემებით

“მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ,,გორგიას,, საწყობი იწვის და გვსურს, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგაწოდოთ”, – ამის შესახებ ინფორმაციას “გორგია” ავრცელებს.

“ხანძარი “გორგიას” მიმდებარედ, ერთ-ერთი კომპანიის საწყობში გაჩნდა და სწორედ აქედან მოხდა მისი გავრცელება საწყობის მცირე ნაწილზე

ხანძრის ლიკვიდირება რამდენიმე წუთში მოხდა გამომდინარე იქიდან, რომ ,,გორგიას,, ყველა საწყობი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების უახლესი სისტემებით, რაც უსაფრთხოების მაღალ დონეს განაპირობებს.

ხვალიდან, ტრადიციულად, “გორგიას” ყველა ფილიალი ჩვეულებრივ განაახლებს მუშაობას და გელოდებით წინასასკოლო ფასდაკლებებით”  – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები